საფრანგეთში სწავლის დაწყება ექვსი წლის ნაცვლად სამი წლიდან იქნება სავალდებულო

საფრანგეთში ბავშვებისთვის სკოლაში სიარული 6 წლის ნაცვლად 3 წლის ასაკში გახდება სავალდებულო – შესაბამისი რეფორმის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

BBC-ის ცნობით, ამ ცვლილებების შედეგად საფრანგეთი გახდება ქვეყანა, სადაც, ევროპის მასშტაბით სავალდებულო სწავლის დაწყების ასაკი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იქნება.

მაგრამ ეს ცვლილება არ შეეხება საფრანგეთის ბავშვების დიდ რაოდენობას, რადგანაც, ამ ასაკის ბავშვების უმეტესობა უკვე დადის პრესქულში (მოსამზადებელ სკოლაში). მაკრონის მიერ დაანონსებული ცვლილებები ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტად გაზრდას ისახავს მიზნად.

Le Monde-ის ინფორმაციით, პარიზში 3 წლის ბავშების 93% ჩართულია სწავლებაში, მაგრამ ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალია საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე.

“იმედი მაქვს, რომ 2019 წლის სასწავლო წლიდან ამ ვალდებულების შემოღებით გამოვასწორებთ ამ მიუღებელ განსხვავებას” – განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა.

BBC ასევე ავრცელბს ინფორმაციას, ევროპაში სად რომელი ასაკიდან არის სავალდებულო განათლების დაწყება:

სამი წელი: უნგრეთი.

ოთხი წელი: ჩრდილოეთ ირლანდია, ლიქსემბურგი, შვეიცარია.

ხუთი წელი: კვიპროსი, მალტა, ინგლისი, შოტლანდი, უელსი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, ლატვია, პოლონეთი.

ექვსი წელი: ავსტრია, ბელგია, ხორვატია, ჩეხეთის რეფპუბლიკა, დანია, გერმანია, ისლანდია, ირლანდიის რესპუბლიკა, იტალია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი.

შვიდი: ბულგარეთო, ესტონეთი, ფინეთი, ლიტვა, სერბეთი, შვედეთი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი