ახალი ამბები

სიტყვიერი შელაპარაკება მარგველაშვილსა და თარგამაძეს შორის დებატების დროს

17 ოქტომბერი, 2013 •
სიტყვიერი შელაპარაკება მარგველაშვილსა და თარგამაძეს შორის დებატების დროს

 

“250 ლარზე: ეს არის სუფთა პოპულიზმი, რადგან ჩვენთვის მთავარია, რომ ავამაღლოთ ის პენსიები, რომელიც არსებობს და არა პოპულისტურად ვეთამაშოთ სხვადასხვა რიცხვს”, – ასე უპასუხა მარგველაშვილმა თარგამაძის პირველ შეკითხვას, რა დროსაც კანდიდატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა:

 

“მაცადე. დამშვიდდი. ისედაც რომ გპასუხობ, ეგეც რამეა. ცოტა ხანი მოისვენე, თორემ მოგასვენებ”, – ასე მიმართა მარგველაშვილმა თარგამაძეს, რომელიც რეგლამენტით გათვალისწინებული მარგველაშვილის სასაუბრო დროის განმავლობაში, ოპონენტს რეპლიკებით ეხმაურებოდა:

 

“ჩვენ გამოვაცხადეთ მორატოირუმი მიწებზე, სანამ ეს საკითხი დეტალურად არ იქნება შესწავლილი”, – უპასუხა მარგველაშვილმა თარგამაძის მეორე შეკითხვას.

 

“ბოლო თემა: ლაპარაკი არის ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მე ვხვდები. ეს თემა საერთოდ ჰაერიდან არის მოტანილი, ვისაც არ ესმის, რას წარმოადგენს ოჯახი, იმან არკვიოს ეს თემა. ჩემთვის ეს თემა აბსოლუტურად გასაგებია, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის მიერ ერთობლივად შექმნილი ინსტიტუტი, სადაც ბავშვები იაზრდებიან. დანარჩენი ვისაც არ ესმის, მან განავითაროს და იძიოს ეს თემა მომავალში”, – ასე უპასუხა მარგველაშვილმა ოპონენტის ბოლო კითხვას, რომელიც კონსტიტუციაში ოჯახის ინსტიტუციის დაკონკრეტებას ეხება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის.

 

თავად მარგველაშვილმა არ გამოიყენა დებატების ფორმატით გათვალისწინებული დრო და არც ერთ კანდიდატს არ მიმართა შეკითხვით. ზურაბ ხარატიშვილმა კითხვით ბაქრაძეს მიმართა და დაინტერესდა, რას ფიქრობდა იგი იმის შესახებ, რომ 2008 წელს ნინო ბურჯანაძეს პრეზიდენტმა 1 ლარად ძვირადღირებული უძრავი ქონება გადასაცა, რაზეც ამ უკანასკნელმა არ უპასუხა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარი ნინო ბურჯანაძემ უნდა გააკეთოს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად წესრიგში იყო, ხოლო მის მორალურ მხარეზე, ბურჯანაძემ უნდა ისაუბროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი