ახალი ამბები

ბაქრაძე: პელესაც მოსდიოდა შეცდომები, პელეც აკეთებდა არასწორ პასებს და ბურთს კარგავდა

17 ოქტომბერი, 2013 •
ბაქრაძე: პელესაც მოსდიოდა შეცდომები, პელეც აკეთებდა არასწორ პასებს და ბურთს კარგავდა

როგორც ბაქრაძემ დღეს პირველ არხზე გამართულ დებატებში განაცხადა, იგი სწორედ ამ ფუნქციის განხორციელბას შეეცდება.

 

“ერთ–ერთი მთავარი ფუნქცია, რომელიც ახალი პრეზიდენტს ექნება, არის მთავრობის კონტროლი იმისთვის, რომ გაცემული 84 დაპირებიდან 76 არ დარჩეს შეუსრულებელი, როგორც არის დღეს. დაპირებები უნდა შესრულდეს და საქმე გაკეთდეს. როდესაც მე მესმის არგუმენტი, რომ ერთი გუნდის პირობებში საქმე უკეთ გაკეთდება, მე მახსენედება წინა წლები, როცა ჩვენც ერთი გუნდი ვიყავით [ხელისუფლებაში] და საზოგადოება სრულიად დამსახურებულად გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ ერთი გუნდის პირობებში შეცდომის დაშვება უფრო ადვილი იყო. საქმის გაკეთებისთვის უკეთესი იყო, რომ ამ ერთ გუნდს ჰყოლოდა ძლიერი მაკონტროლებელი”, – განაცხადა ბაქრაძემ და “ქართული ოცნების” წარმომადგენელ გიორგი მარგველაშვილს მიმართა, რომელიც, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, პრემიერ–მინისტრს კოალიცია “ქართული ოცნების” გუნდის პელედ მიიჩნევს:

 

“ბატონო გიორგი, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ პრემიერი პელედ მოიხსენიოთ, მაგრამ პელესაც მოსდიოდა შეცდომები, პელეც აკეთებდა არასწორ პასებს და ისიც კარგავდა ბურთს. მე მიმაჩნია, რომ დღეს პრემიერმა არასწორი პასი გააკეთა, როცა თქვა, რომ მისთვის სულერთია მოსახლეობის 49 პროცენტის აზრი, თუ მაინცდამაინც 51–მა პროცენტმა არ დაუჭირა მხარი კანდიდატსო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი