“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ თუ დაინიშნება მეორე ტური, ის ამაზე უარს იტყვის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის გაკრვეული ტიპის ზეწოლა ამომრჩეველზე, ეს არის ამომრჩევლის მიმართ წაყენებული ულტიმატუმი, რომ თუ არ დამიჭერთ მხარს და არ გავალ პირველივე ტურში, მაშინ, თქვენ თვითონ დაკარგავთ იმ ხმებს, რომელიც მომეცით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამომრჩევლის უპატივცემულობა, რამდენიც არ უნდა იყოს ამომრჩევლის პროცენტი: 20, 45 თუ 48, ესენი არიან ადამიანები, ვისი თითოეული ხმაც იმსახურებს დაფასებას, და მე პრინციპულად არასწორი მგონია მიდგომა, რომ თუ არ იქნება 50%–ზე მეტი, არაფრად ჩავაგდებთ 48–ს, 45–ს ან ოცდაათს. მე მინდა ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს: ჩემთვის ძვირფასია თითოეული ხმა და რადმენი პროცენტიც არ უნდა ავიღო ამ არჩევნებში: 3, 25, 48 თუ 78, მე გავუფრთხილდები თითოეული თქვენგანის ხმას”, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.