“უშიშროების საბჭოს აპარტს, რა თქმა უნდა, მთელი ამ წლების განმავლობაში ჰყავდა დაქირავებული კონსულტანტები სხვადასხვა მიმართულებით, ნაწილი ყოველთვის იყო საჯარო, ხოლო ნაწილი ამ ინფორმაციის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იყო და არის არასაჯარო. რაც შეეხება ამ რაღაც მითს, რომელიც არ ვიცი, პრემიერს ვინ მაიწოდა ნაღდი ფულის თაობაზე, ეს არის სრული სისულელე. უკვე დიდი ხანია იმ რეფორმების შედეგად, რაც საქართველოში გატარდა, ყველა ამ ტიპის გადარიცხვა არის ელექტრონული და ხელმისაწვდომი ყველა სახელმწიფო სტრუქტურისთვის”, – განაცხადა ბოკერიამ.
“ისინი ახერხებდნენ ძვირი პიარკამპანიების წარმოებას. ძალიან ბევრი ლობისტები, მათ შორის ბოკერია… 16 მილიონი მარტო წინა წელს აქვს ბოკერიას, რომელიც ძირითადად პიარკამპანიით იყო დაკავებული და დღესაც, მთელი წლის განმავლობაში იმითაა დაკავებული, რომ ჩირქი მოსცხოს ქვეყანას. ბოკერიას სამსახური [უშიშროების საბჭო] მთლიანად სააკაშვილის პიარზე იყო მორგებული. ეს არის შედეგი, რატომ გამოიტანეს კომიტეტში და არა პარლამენტში, პარლამენტში კიდევ ვახერხებთ ამას. ეს არის შედეგი იმის, რომ მთელი ევროპა სიცრუეში ჰყავდა. ატყუებდნენ ამერიკასაც. დღეს რაც ხდება, ჩვენგან წაგლეჯილ ფულს იყენებდნენ და გარეთ ლობისტებს ამუშავებდნენ, მაგრამ ამას უკვე საფუძვლები გამოეცალა და ერთეულებიღა დარჩა. კლებაში წავიდა პროცესი”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ბოკერიას უწყების საქმიანობა ამ მიმართულებით პროკურატურაშია გადაცემული. ივანიშვილის თქმით, იმ 16 მილიონიდან, რაც ბოკერიას სამსახურის მიერ ლობისტებზეა გადაცემული, 300, 400 ათასი ნაღდი ანგარიშსწორებითაა გაცემული, მათ შორის ელჩებზე:
“დაველოდოთ გამოძიებას”, – განაცხადა მან.




