ახალი ამბები

შეწყალების კომისიამ 128 პატიმარი შეიწყალა, 33–ს კი სასჯელი გაუნახევრა

21 ოქტომბერი, 2013 • • 1099
შეწყალების კომისიამ 128 პატიმარი შეიწყალა, 33–ს კი სასჯელი გაუნახევრა

კომისიამ სულ 462 პატიმრის საქმე განიხილა, შეწყალებულთა შორის არიან არასრულწლოვნები და ქალები. პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებას 25 ოქტომბრამდე დატოვებენ.

 

 

როგორც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, კომისიამ პატიმართა წამებაში მონაწილე პირების საქმეები არ განიხილა:

“განსაკუთრებული ყურადღებით მოვეპყარით არასრულწლოვანთა საქმეებს და რამდენიმე არასრულწლოვანთან დაკავშირებით, ასევე, ქალ პატიმართან დაკავშირებით იყო მიღებული გადაწყვეტილება. ძირითადად იყო ნარკოდანაშაული, ასევე იყო სხვა ტიპის დანაშაულები. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მძიმე დანაშაულები აგვერიდებინა. იმ მსჯავრდებულთა საქმეები, რომელთაც ბრალი მიუძღვით პატიმართა წამებაში, საერთოდ არ განგვიხილია”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით მძიმე მუხლებს, მაგრამ არანაკლებ მძიმეებიც იყო- იყო თაღლითობა, იყო ნარკოტიკების შემოტანა, მაგრამ არა- გასაღება. ვისაც ჩვენ გავუნახევრეთ, ეს იყო უფრო მძიმე საქმეები, დანარჩენი იყო საშუალო სიმძიმის საქმეები. ყოველ შემთხვევაში, ყაჩაღებს, მკვლელებს, პედოფილებს, მწამებლებს უარი ვუთხარით”, – განაცხადა შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი