ახალი ამბები

კახა კალაძემ არ იცის, ვის გულისხმობდა ივანიშვილი “პიარზე მომუშავე ზოგიერთ მინისტრში”

17 ოქტომბერი, 2013 •
კახა კალაძემ არ იცის, ვის გულისხმობდა ივანიშვილი “პიარზე მომუშავე ზოგიერთ მინისტრში”

კალაძის თქმით, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ანალიზი ამა თუ იმ მინისტრის საქმიანობის შესახებ და არა თვითონ მინისტრებმა:

“არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობს ბატონი ბიძინა: ვისზე, რომელ მინისტრებზე… საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ანალიზი იმასთან დაკავშირებით, რომელი სამინისტრო უკეთ მუშაობს. მინისტრების მხრიდან არ იქნებოდა ობიექტური, რომ შეფასებები გაგვეკეთებინა. შეფასებები საზოგადოებამ უნდა გააკეთოს”, – განაცხადა მან.

 

ჟურნალისტების კითხვას, დარჩება თუ არა იგი მინისტრთა ახალ კაბინეტში მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას დატოვებს, მან ასე უპასუხა:

 

“ალბათ, ვნახოთ, წინასწარ არ მინდა…”.

 

მთავრობის მეთაურმა დღეს ირაკლი ღარიბაშვილი, დავით ნარმანია, პაატა ზაქარეიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და მაია ფანჯიკიძე შეაქო, თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი მინისტრი პიარზე მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი