ახალი ამბები

მარგველაშვილი: მეორე ტური შეუძლებელია, მაგრამ საოცრების შეთხვევაში მონაწილეობას არ მივიღებ

17 ოქტომბერი, 2013 •
მარგველაშვილი: მეორე ტური შეუძლებელია, მაგრამ საოცრების შეთხვევაში მონაწილეობას არ მივიღებ

“27 ოქტომბერს ქართული საზოგადოება ხმას მისცემს იმ გზას, რომელიც დაისახა შარშან, ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, ხმას მისცემს “ქართულ ოცნებას” და ხმას მომცემს მე. ეს საკითხი პირველივე ტურში დამთავრდება, მეორე ტური არ იქნება იმიტომ, რომ ეს არსებული სტატისტიკით შეუძელებლია, მაგრამ თუ მოხდა საოცრება, ქართველი ამომრჩეველი არ გამოვიდა უბანზე და მოხდა ისე, რომ იქნება მეორე ტური, მე აღარ ვხედავ აზრს იმაში, რომ ძალიან აქტიურად დავრჩე პოლიტიკაში ჩართული.

 

მაშინ იმ მიზნების განხორციელება, რომელზეც საუბრობს ბიძინა, რომელზეც ვსაუბრობ მე, აღარ არის საჭირო. შესაბამისად, პირველ რიგში, ისევ მოგახსენებთ, რომ მეორე ტური არ არის შესაძლებელი, მაგრამ საოცრების შეთხევვაში, მე საოცრებაში მონაწილეობას აღარ მივიღებ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი