ახალი ამბები

როგორი იქნება ფილმ “ავატარის” თემატური პარკი დისნეილენდში [ფოტო]

17 ოქტომბერი, 2013 •
როგორი იქნება ფილმ “ავატარის” თემატური პარკი დისნეილენდში [ფოტო]

“ავატარის” პარკის სტუმრებს შეეძლებათ ცაში იფრინონ ბანშეს გამოყენებით, რომელიც ჯეიმს კამერონის ფილმის მტაცებელი ფრინველია და მას Na’vi– ის წარმომადგენლები იყენებენ ჰაერში სანადიროდ, ბრძოლებსა და დიდ მანძილზე გადასაადგილებლად.

დისნეის გასართობი ცენტრიი ინჟინრები ფილმის რეჟისორთან  ჯეიმს კამერონთან და Lightstorm Entertainment ერთად მუშაობენ, რათა პანდორას მისტიკური სამყაროს გაცოცხლება შეძლონ. დაგეგმილია, რომ პარკში ფილმის მსგავსად იქნება უწონადო მდგომარეობაში მყოფი მთები.

დისნეის ინჟინერმა, ჯო როდმა ავატარის პარკის მთავარი მოდელი ჯეიმს კამერონთან და დისნეის გასართობი ცენტრის ხელმძღვანელთან, ტომ სტაგსთან ერთად განიხილა. ახალი პარკის ადგილმდებარეობაც ცნობილია და ის აფრიკის ცხოველთა სამეფოს თემატურ პარკსა და ოაზისს შორის განთავსდება.

ახალი პროექტიის მიხედვით, ცხოველთა სამეფოს თემატური პარკი თავისი არსებობის მანძილზე პირველად გაიზრდება.  პროექტის ფარგლებში დისნეი გეგმავს ახალი გასართობი საშუალებების დამატებასაც – იქნება ღამის შოუ ცოცხალი მუსიკით, მცურავი ფარნები, წყლის კედლები და სხვა.

“უოლტ დისნეის დასასვენებელი მსოფლიო ცენტრი” მსოფლიოში უმსხვილესი გასართობი ცენტრია. ამჟამად მის შემადგენლობაში შედის ოთხი თემატური პარკი, ორი აკვაპარკი, 23 თემატური სასტუმრო, მრავალრიცხოვანი მაღაზიები, კაფეები, რესტორნები და გასართობი ადგილები. პარკი 1971 წლის 1 ოქტომბერს დაარსდა.

ავატარის პარკის მოდელი
ავატარის პარკის მოდელი




მასალების გადაბეჭდვის წესი