ახალი ამბები

“არ ვაპირებ ზოოპარკის დირექტორის დონის განცხადებებზე კომენტარის კეთებას” – სააკაშვილის პასუხი ივანიშვილს

17 ოქტომბერი, 2013 •
“არ ვაპირებ ზოოპარკის დირექტორის დონის განცხადებებზე კომენტარის კეთებას” – სააკაშვილის პასუხი ივანიშვილს

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

“არ გამაჩნია იმის სურვილი, რომ ვინმე გავანადგურო, ან სააკაშვილი ციხეში რომ მოხვდეს, აბსოლუტურად არ მაქვს სურვილი, რომ ჩემი პრეზიდენტი ციხეში მოხვდეს. მაგრამ საზოგადოებას საშუალება ექნება და რწმენა, რომ სასამართლო და პროკურატურა ისეთი იქნება, ვინც დააშავა, ყველას მოეთხოვება პასუხი. აი, ამის საფუძველს ვქმნით ჩვენ,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

“მე ვფიქრობ, ძალიან ნათელი არის ყველასთვის, რაზეც არის საუბარი. პუტინის დავალება, ამაში გადახდილია 2 მილიარდი, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. 2 მილიარდი რომ გადაიხადეს, ამას არავინ უარყოფს, პუტინის დავალება რომ არის, ამას პუტინი ჰყვება ტელევიზიით და მედვედევი. ქართველი ხალხი თუ ამას დაუშვებს, ეს ქართველი ხალხის …

 

მე ვფიქრობ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში უნდა ასრულებდეს რომელიმე დამპყრობლის ყველაზე ბინძურ დაკვეთებს. ეს ძალიან მარტივია და ეს ორჯერ ორი ოთხია. საქართველოში იყო ყველაზე არაკორუმპირებული მთავრობა ევროპაში, და დაიწყეს იქიდან, რომ 19 მილიარდი მქონდა სადღაც, 1 ლარი მქონდა ბენზინიდან. არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც ლაპარაკობდა, აი, აქ ქუთაისში რომ ლაპარაკობდნენ, თურმე, ბარკლიდან წილი მქონდა, ბენზინიდან 50 თეთრი თუ ლარი მქონდა. არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც ერთი წლის წინ ამას ლაპარაკობდა, დღეს მაინც არ რცხვენიათ? ახლა იძიებენ გამწარებული, სკამები როგორ იყიდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. აი, ეს არის მათი დონე, მათი განვითარების დონე,” – ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ზემოთ აღნიშნულ განცხადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი