
“ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა ადამიანის ბევრ ძაან ღრმა და ისეთ დეტალს და ნამდვილად ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათაწმინდა და თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის ვინმე მისი ოჯახის წევრისთვის, მათ სინდისზე იყოს.
მე ძალიან მიყვარდა ზურაბ ჟვანია და მისი რეპუტაცია, მისი სახელი და მისი ხსოვნა ჩემთვის არის წმინდათაწმინდა. დანარჩენი ეს ისეთი რაღაცებია, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის და ზღაპრები მოუყვნენ ერთმანეთს და ასავალ- დასავალის ჟურნალისტებს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ახალი დეტალების მიხედვით, შესაძლოა, შეიცვალოს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, რომლის მიხედვითაც ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.