ახალი ამბები

ივანიშვილი ადასტურებს, რომ სამინისტროებში ე.წ. “ოდეერები” ისევ არიან

17 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი ადასტურებს, რომ სამინისტროებში ე.წ. “ოდეერები” ისევ არიან

ლაშა ტუღუშის თქმით, არ შეიძლება ქვეყანაში, რომელსაც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრეტენზია აქვს, არსებობდნენ “ოდეერები”, რომლებიც რუსული აბრევიატურის მიხედვით იშიფრებიან, როგორც მოქმედი რეზერვის ოფიცრები (Офицеры действующего резерва). ასეთი თანამდებობა შემოღებული იქნა საბჭოთა სუკ-ის (КГБ) მიერ 1960-იანი წლების ბოლოდან, როდესაც უშიშროების ოფიცრები პარალელურად მუშაობდნენ სამინისტროებში, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და ა.შ.

 

საქართველოს პრემიერმ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ე.წ. “ოდეერები” საქართველოს სამინისტროებში დღესაც არიან:

 

“პირდაპირ მტკივნეულზე აჭერ, ლაშა. ახლა ვერ გავახმაურებ, მთავრობის სხდომაზე ორჯერ მქონდა პოლემიკა ამაზე, იუმორიც ბევრი იყო იქ და იყო სერიოზული გამონათქვამებიც ამაზე, კრიტიკული, ორჯერ მქონდა და ვერ გამოვიტან ხმამაღლა ამას, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ამაზე უარი ვთქვათ და ალბათ უახლოეს დროში მოვახერხებთ და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. როცა მივაღწევთ მაქსიმალურ გამჭვირვალობას სამინისტროების და რომ საზოგადოება ახერხებს ამას, თავისთავად ალბათ პროცესი დარეგულირდება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. სუს-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი