“დღესაც მექნება ამ საკითხზე შეხვედრა, 4 საათზე. იმედია, ფინალური შეხვედრა იქნება და ძირითადად ოპონენტები მყავს მოწვეული,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, დამტკიცდება მუშა ჯგუფი მთავრობის სხდომაზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებმადე გაიმართება, რის შემდეგაც, ნოემბრის სესიებისთვის პარლამენტს ახალი კანონპროექტი გადაეგზავნება დასამტკიცებლად.
“ნოემბერში უნდა შევიდეს პარლამენტში და დროში ვეტევით”, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მაისში უნდა გაიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხოლო ახალი კანონი არჩევნებამდე 6 თვით ადრე უნდა იქნას მიღებული.