ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბურჯანაძისადმი თავისი დამოკიდებულება ასე ჩამოაყალიბა:
“რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, თუ აკვირდებით, მე არც ბაქრაძის კრიტიკას არ ვახერხებ და არ მინდა, რომ ბურჯანაძესაც შევეხო კრიტიკულად. მინდა, რომ უფრო დაბალანსებულად წავიდეს არჩევნები და მე არ მოვახდინო ამაზე გავლენა. პრინციპში, ბურჯანაძე არ არის რთული შესაფასებელი. სიანტერესოა, რომ არასაპარლამენტო პარტიიდან მონაწილეობს და ეს კარგია. მას გულწრფელად უჭერს მხარს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ამასაც ვითვალისწინებ. არ არის რთული შესაფასებელი ნინო ბურჯანაძე. კარგად იცის საზოაგდოებამ მისი წარსული. კრიტიკას მე თავს ავარიდებდი, რადგან არ არის რთული საანალიზო ქალბატონი ნინო. საზოაგდოების შეფასება ჩემ გარეშეც შეუძლია, ისევე, როგორც ბაქრაძის. რომ იყოს ჩაჭიდებული კონკურენცია, მე დავდგებოდი [კრიტიკულად] და ამის უფლება მაქვს, მაგრამ ამის გარეშეც გავდივარ. მე ვფიქრობ, რომ შესატყვისი პოზიცია აქვს დღეს მას, რაც არის მისი პოზიცია. მესამე ადგილზეა ყველა კვლევით: 8–დან 12 პროცენტამდე ადის. ბაქრაძე ერთი- ორი პროცენტით უსწრებს”, – განაცხადა პრემიერმა.