ახალი ამბები

ივანიშვილი: თავს ვთვლი ძალიან კრეატიულად

17 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: თავს ვთვლი ძალიან კრეატიულად

“ეს არ არის სკამზე გამოკიდებული კაცი, ის ვალდებულების განცდით მოდის, გარდა ამისა, გიორგის განათლება არ აკლია, იცით ეს; კრეატიულია, მე თვითონაც თავს ვთვლი ძალიან კრეატიულად. გიორგის ყველა კრეატიულ ჯგუფში ვიწვევდი. კრიზისულ სიტუაციაში მას შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. არის კარგი მენეჯერი, კარგი მეგობარი, კარგი პატრიოტი, მეტი რაღაა საჭირო.”

 

თუმცა, ივანიშვილის თქმითვე, “ზეკაცს და მისიონერს” საზოგადოება არ უნდა ელოდოს, ისევე, როგორც მის შემთხვევაში არსებობდა ეს განწყობა.  

 

“ყველა გუნდს უნდა, რომ თავისი ლიდერი ყავდეს. და მე ვარ ლიდერი. მაქვს შესაძლებლობები, მაქვს გამოცდილებაც და ნიჭიც მყოფნის.”

 

“გიორგი მეუბნება, გუნდში პელე ხარო, და არავის უნდა რომ პელე წავიდეს გუნდიდანო.”

 

დღეს, 17 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო რადიოსადგურების მთავარ რედაქტორებს ხვდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი