ივანიშვილმა შეხვედრის დასაწყისში მთავრობის ერთწლიანი მუშაობა შეაფასა და აღნიშნა: “მაქვს პრეტენზია, რომ ეფექტური ვიყავი”.
მისი თქმით, ყველაზე მთავარი მიღწევა ახალი ხელისუფლების არის ის არჩევნები, რომელიც ქვეყანაში 27 ოქტომბერს იმართება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, წინა პერიოდებში არჩევნები “უფრო ომს ჰგავდა”.
“ევროპულ არჩევნებს მივიღებთ დღეს ჩვენ საქართველოს უახლეს ისტორიაში… ევროპელებისთვის გასაგებ და მისაღებ არჩევნებს ვატარებთ – ეს არის ძირითადი მიღწევა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ის დატოვებს ეფექტურ მთავრობას, ხოლო თავად 20-წლიანი ციკლით სამოქალაქო სექტორში გადავა, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, უფრო ეფექტურ სამსახურს გაუწევს ქვეყანას.








