ახალი ამბები | ,

შეტაკება პოლიციასთან კატალონიის ყოფილი ლიდერის დაკავების გამო

26 მარტი, 2018 | | 1048
შეტაკება პოლიციასთან კატალონიის ყოფილი ლიდერის დაკავების გამო

კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით კატალონიაში აქცია გაიმართა. BBC-ის ინფორმაციით, აქციაზე მყოფი 80-ზე მეტი ადამიანი პოლიციასთან შეტაკების დროს დაშავდა. სამართალდამცავებმა აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს. კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი, 25 მარტს, იმ დროს დააკავეს, როცა დანიიდან ბელგიაში ბრუნდებოდა. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია კარლეს პუჩდემონის ადვოკატმა ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა. კატალონიის დაკავებული ყოფილი ლიდერი გერმანული სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. კარლეს პუჩდემონს ბრალად ამბოხება, დაუმორჩილებლობა და სახელმწიფო თანხების უკანონოდ მითვისება ედება ბრალად. CNN წერს, რომ კატალონიის ყოფილი ლიდერი 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ ბელგიაში დევნილობაში ცხოვრობდა.

კარლეს პუჩდემონი ბელგიაში მას შემდეგ გაფრინდა, რაც მადრიდმა კატალონიას 2017 წლის შემოდგომაზე ავტონომია ჩამოართვა და პირდაპირი მმართველობა დაიწყო. კატალონიის იმდროინდელმა ხელისუფლებამ, პუჩდემონის მეთაურობით, ესპანეთის უზენაესი სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩააყარა. ამ რეფერენდუმში ამომრჩეველთა აქტოვობა 42% იყო, რომელთა უმრავლესობამ მხარი დამოუკიდბელობას დაუჭრია. საბოლოოდ, კატალონიამ აღნიშნულის განხორციელება  რეალურად ვერ შეძლო, რის შემდეგაც პუჩდემონი გაიქცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი