ახალი ამბები

იმერეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოვლინდა

26 მარტი, 2018 • 1526
იმერეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოავლინეს. სამინისტროს ცნობით, ამოღებული ხე-ტყის ოდენობა 50 მ3 შეადგენს.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ხონის, წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების მძღოლებმა, დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოუდგინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი