აღნიშნული ღია წერილის საკითხზე ჰამერბერგს კითხვით “ნეტგაზეთმა” მიმართა და ყოფილმა ევროკომისრმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გვიპასუხა:

“ჩემი შეხედულება ამ საკითხზე სრულადაა გამოხატული ანგარიშში: “საქართველო გარდამავალ ეტაპზე”. მე აღარაფერი მაქვს დასამატებელი, მაგრამ მჯერა, რომ ამ საკითხზე მოქალაქეების დისკუსია სასარგებლო იქნება”, – ნათქვამია წერილში, რომელიც “ნეტგაზეთს” ჰამერბერგმა მისწერა.
საზოგადოების წარმომადგენლების სახელით “კვირის პალიტრის” მიერ გავრცელებულ ღია წერილს, რომელიც 14 ოქტომბერს გამოქვეყნდა და რომლის ავტორებიც უფლებადამცველს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მიუთითებენ, ხელს რამდენიმე ათეული ადამიანი აწერს, მათ შორის, ლევან ვასაძე, გოგა ხაინდრავა, ნონა გაფრინდაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ამაშუკელი და იური მეჩითოვი.
საზოგადოების მეორე ჯგუფმა ჰამერბერგის სახელზე კიდევ ერთი ღია წერილი გამაოქვეყნა. მათი თქმით, იმ ღია წერილში მოცემული კრიტიკა, რომელიც 14 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მთელი ქართული საზოგადოების პოზიცია არ არის.







