ახალი ამბები

შსს: დაკავებულია ყაჩაღური დაჯგუფების სამი წევრი

15 ოქტომბერი, 2013 •
შსს: დაკავებულია ყაჩაღური დაჯგუფების სამი წევრი

გამოძიების ცნობით, დაკავებულებმა 2004 წლის 6 ოქტომბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში, ნოდარ გეწაძის ოჯახზე შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის დროს ოჯახის წევრებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. თავდამსხმელებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სახლიდან დიდი ოდენობით ოქრო და ფული გაიტაცეს.

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). 

მასალების გადაბეჭდვის წესი