“იმედია, ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკოსს ქება არ სწყენს. ირაკლი ღარიბაშვილი ღირსეულად მოქმედებს. ჩემი ინფორმაციით, მას აქვს მიცემული ძალიან ნათელი მითითება და ბრძანება, რომ არავითარ შემთხვევაში პოლიცია არ ჩაერიოს წინასაარჩევნო კამპანიაში და არ მოახდინოს ვინმეზე ზეწოლა და მანიპულირება, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში ასეა, თუმცა ადგილებზე იყო მცდელობა იმის, რომ სხვაგავრად მოქცეულიყო ესა თუ ის პოლიციელი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.