“მე მინდა ძალიან ბევრი რამ ვკითხო მას და ამას მოსახლეობამ მოუსმინოს. მაგალითად, მინდა ვკითხო, როგორ აპირებს კოჰაბიტაციის დამთავრებას, როცა ამბობს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევენბი არ უნდა ჩატარდეს, როცა მისი ლიდერი ამბობს, რომ ჩვენ სულ უკან არ უნდა ვიყურებოდეთო და სამართლიანობის აღდგენაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთო. მაშინ, როგორ ესმით მათ სამართლიანობის აღდგენა? ასევე მაინტერესებს, როგორ აპირებს ტერიტორიებიდან მავთულხლართების აღებას, მაინტერესებს, როგორ აპირებს რუსეთთან დალაგებას”, – განაცხადა ბურჯანაძემ.




