
“სპორტსმენებს თავად აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება და ჩვენი ჩარევა და მითითებები არ სჭირდებათ, მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს, ჩვენ ვემზადებით სპორტული კუთხით შეჯიბრებებისთვის და თუ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მთავრობის მხრიდან, ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან, ისინი ალბათ ამას მიიღებენ და გაიზიარებენ. ჩვენ ზედმეტ აგიტაციას არ ვეწევით და არ გვინდა არავისთვის ფსიქოლოგიური წნეხის მიყენება, ჩვენ ვმსჯელობთ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში არსებობს”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
მისი თქმით, სპორტსმენები სამთო–სათხილამური სახეობებში ავსტრიაში ემზადებიან, რაც შეეხება ელენე გედევანიშვილს, ის კანადაში ვარჯიშობს, სადაც ცხოვრობს კიდეც.







