“27 ოქტობრიდან ერთი კვირის განმავლობაში თქვენ გეცოდინებათ, ვინ იქნება ახალი პრემიერი,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ივანიშვილის თქმით, მისთვის სასურველი კანდიდატი არჩეული ჰყავს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას იგი კოალიცია “ქართული ოცნების” წევრებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.
“საერთოდ მე რწმუნებულობის პოზიცია მაქვს მუდამ. არც ერთი საკითხი არ ყოფილა თავსმოხვეული ჩემგან. ვერავინ ვერ გაიხსენებს, რომ კოალიციაში ჩემი აზრი ვინმეს თავს მოვახვიე. მე მხოლოდ ამ პრინციპებით ვცხოვრობდი და ესე იქნება ახლაც. ისე არ ხდება, რომ მე ვამბობ და ისინი ტაშს უკრავენ. ამას არც თავს ვაკადრებ, არც მათ ვაკადრებ და არც ქვეყანას. ეს შეთანმხდება ჯერ საბჭოზე, შემდეგ შეთანხმდება ფრაქციაში. კარგი პრემიერი ეყოლება ქვეყანას,”- განაცხადა ივანიშვილმა.







