ახალი ამბები

ივანიშვილი: რატომ ვჩქარობთ? ოლიმპიადაზე უარის თქმას ყოველთვის მოვახერხებთ

14 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: რატომ ვჩქარობთ? ოლიმპიადაზე უარის თქმას ყოველთვის მოვახერხებთ

ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა: 

 

“ჩვენ უნდა დავასრულოთ ცხოვრება იმპულსებით. ამ კაცმა გვასწავლა იმპულსურად ცხოვრება და რაც მივიღეთ, ვნახეთ, მათ რიცხვში რუსეთთან ურთიერთობით და დამოკიდებულებით. ჩვენ გავაკეთეთ მთავრობის განცხადება და მე ვმონაწილეობდი ამ განცხადებში და ეს არის ჩემი პოზიცია, არაფერს შეურაცხმყოფელს ჩვენ ქვეყანას არ ვაკადრებთ, რომ ჩვენ მოვიქცეთ ღირსეულად, მაგრამ იმპულსურად ნუ ვიცხოვრებთ.

 

ეს გაფიცვებიც ოდესღაც ასოცირდებოდა სააკაშვილთან და მის გუნდთან და დღესაც. არ მინდა გადავაჭარბო და ვინმე ისე მოვიხსენიო, მათ რიცხვშიც სამოქალაქო ნაწილი. მათ “ენჯეოებს” ვეძახი, არასამთავრობოებს, რამეთუ მათი ნაწილი გამოხატავს კერძო ინტერესებს ერთი კაცის და ერთი სტრუქტურის. დაველოდოთ. გარწმუნებთ, რომ დროა. თუ საჭირო იქნება, უარსაც ვიტყვით ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. უარის თქმას ყოველთვის მოვასწრებთ, ყველაზე მარტივი ეგაა. მაგას არაფერი არ უნდა, ვიტყვით უარს და მერე რა, იმის იქით რა? ეს გვაქვს ახლა რესურსი. როგორმე უარი ვთქვათ, ამით ვაშინებთ მთელ მსოფლიოს, ერთნი რომ ვიქნებით იმ უარში?”

 

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა ყოველთვის შეიძლება:

 

“თუ ამის საჭიროება იქნება და ჩვენს ქვეყანას წაადგება, მივიდეთ უფრო ახლოს და ამას რა უნდა? თუ შევხედავთ და გავაანალიზებთ, რომ ასე სჯობია, ვიტყვით, არ წავალთ. რად უნდათ, ამდენი აჟიოტაჟი და აყალმაყალი რომ აქვთ ატეხილი.  ერთი მიზეზით მხოლოდ, მხოლოდ ერთი და იგივე ხალხით ანგაჟირებულს. თუმცა საზოგადოების ბევრ წევრს, დამოუკიდებლად იმისა, თუ ვის უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაგებით ვეკიდები მათ პოზიციებს. შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რაც ხდება და როგორც ხდება. მაგრამ სახელმწიფო არ შეიძლება იყოს იმპულსური, ნერვიული. უნდა იყოს დაბალანსებული და გადაწყვეტილებებს უნდა დაველოდოთ. ჯერ გვაქვს ჩვენ დრო, რატომ ვჩქარობთ? უარის თქმას ყოველთვის მოვახერხებთ. მაგრამ არ მინდა ასე მოხდეს, ჯერ უარი ვთქვათ და მერე დავეთანხმოთ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ჩვენ ოლიმპიადის თამაშების წინ გვქონდა ის განცდა, რომ ჩვენი იქ მონაწილეობა შეურაცხმყოფელია, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ არ მივიღებთ მონაწილეობას.”

 

საქართველოს პრემიერ- მინისტრს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტსა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოქალაქეები პეტიციით მიმართავენ. 

 

პეტიციაში მოქალქეები საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებენ, შეცვალონ გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 

ამ დროისათვის (18.15) 9890 ადამინი აწერს პეტიციას ხელს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი