ახალი ამბებისამართალი

ივანე კაკალია და ნანა ხუნჯუა – საპროკურორო საბჭოს ახალი წევრები

22 მარტი, 2018 • 3092
ივანე კაკალია და ნანა ხუნჯუა – საპროკურორო საბჭოს ახალი წევრები
დღეს, 22 მარტს, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ორი ახალი პროკურორი წევრი –  ივანე კაკალია და ნანა ხუნჯუა აირჩიეს.
პროკურატურის ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფმა 7 კანდიდატი წარადგინა, ფარული კენჭისყრით კი ყველაზე მეტი ხმები ორმა პროკურორმა –  თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორი ივანე კაკალიას და მთავარი პროკურატურის პროკურორი ნანა ხუნჯუა.
მათ ჩაანაცვლეს საპროკურორო საბჭოს ორ პროკურორი წევრი – ნათია სონღულაშვილი და გიორგი გაბოძე, რომელთაც,  საპროკურორო საბჭოს წევრთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.
გიორგი გაბოძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობას დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო ნათია სონღულაშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად.

მასალების გადაბეჭდვის წესი