ახალი ამბები

მიუნხენში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს [ფოტო]

14 ოქტომბერი, 2013 • • 2039
მიუნხენში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს [ფოტო]

აქციაზე შეკრებილებს ტრანსპარანტები 3 ენაზე- გერმანულად, ინგლისურად და ქართულად ჰქონდათ მიტანილი, რომლებზეც სხვადასხვა წარწერები იყო: ” Stop Russland”, “Russia stop creeping anexxation of Georgia” (შეწყვიტეთ საქართველოს მცოცავი ანექსია) და სხვა. 

 

“ჩვენთვის, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც რუსეთი ცდილობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მითვისებას. დღევანდელი აქციით  ვუერთდებით  იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ევროპისა თუ საქართველოს მასშტაბით, დღეს ჩვენი აქციის პარალელურად რუსეთის იმპერიალისტურ ქმედებებს აპროტესტებენ. ასევე თანადგომას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც სოფელ დვანსა და დიცში ცხოვრობენ და თავიანთ სამშობლოშივე დევნილები გახდნენ. საზღვარგარეთ გამართული თითოეული აქცია მიმართულია იმისკენ, რომ  ქვეყნებს, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ხმა მივაწვდინოთ იმ არაკანონიერი ქმედებების შესახებ, რომელსაც ჩვენი მეზობელი ქვეყნის მთავრობა ახორციელებს. დროა, რუსეთმა შეწყვიტოს თავისი ექსპანსიური პოლიტიკა. ამავე დროს, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია რუსეთის ქმედების მიმართ და გადადგან მკვეთრი ნაბიჯები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად”,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სალომე სალაძე.

 

მიუნხენის გარდა, საქრთველოს ფარგლებს გარეთ მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს ლონდონში. ქართული სათვისტომოს ორგანიზებული აქცია რუსეთის საელჩოსთან  11 ოქტომბერს გაიმართა. 

 

ოკუპაციასთან  დაკავშირებული პროტესტი ბოლო პერიოდში საქართველოშიც პერმანენტულ ხასიათს ატარებს მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლი რამდენიმე სოფელში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს და საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს. დღეს ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა საქართველოს 7 ქალაქში სტუდენტთა ნაწილის ორგანიზებით. დღესვე გაიმართა აქცია-კონცერტი “არა ოკუპაციას”.  მცოცავი ოკუპაცია სხვადასხვა დროს სოფელ დიცსა და დვანში ჟურნალისტებმა და მოქალაეებმა გააპროტესტეს. 

 

მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია მიუნხენში
მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია მიუნხენში

 

მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია მიუნხენში
მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია მიუნხენში

მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია მიუნხენში
მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია მიუნხენში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი