ახალი ამბები

შსს-მ ყოფილი პოლიციელთან დაკავშირებულ ინციდენტზე საქმე ცემის ფაქტზე აღძრა

13 ოქტომბერი, 2013 •
შსს-მ ყოფილი პოლიციელთან დაკავშირებულ ინციდენტზე საქმე ცემის ფაქტზე აღძრა

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რამდენი პირი მონაწილეობდა ინციდენტში, თუმცა თავად დაზარალებული აცხადებს, რომ 3 პირი დაესხა თავს:

 

“სახლში მივდიოდი, ვიღაცამ დამიძახა, შენ დროს დამიჭირესო, თქვენი დრო წავიდაო, თანამშრომელი იყავი ყოფილიო და იარაღი ამოიღო და დამარტყა, მეორემ ზურგიდან დამარტყა და გონება დავკარგე” – განაცხადა დაზარალებულმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

 

ავთანდილ მახარამოვის სავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ცემის ფაქტზე აღძრა, სისხლის სამართლის 125-ე მუხლით. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ არ დააკავეს დაკითხული პირები, შსს-ში განგვიცხადეს, რომ საქმე აღძრულია და ძიებიდან გამომდინარე წყდება აღნიშნული საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი