ახალი ამბები

155 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან დაბრუნდა

13 ოქტომბერი, 2013 •
155 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან დაბრუნდა

“6 თვის განმავლობაში ჯარისკაცები ISAF-ის მისიაში წარმატებით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ”.- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

 

ქართველ სამშვიდობოებს აეროპორტში გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე და გაერთიანებული შტაბის სხვა ოფიცრები დახვდნენ. გეგმიური როტაციით 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი