“მიმდინარეობდა ქვანახშირის მოპოვების სამუშაოები. ე.წ. მთელამა დამუშავების დროს გადმობრუნდა, ბუნებრივი ამბავია, ხდება ხოლმე ხშირად შახტებში, და ორი ახალგაზრდა ქვეშ მოიტნია, ერთი მათგანი გარდაიცვალა დარტყმის შედეგად, ხოლო მეორემ სხეულის დაზიანება მიიღო “- განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თემურ ჩუბინიძემ “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრისას.
ტყიბულის შახტის დირექტორის, ვალერი კუხალაშვილის განცხადებით, მიკროსამთო დარტყმა, რომელსაც ჭერის ჩამონგრევა მოყვა, დღეს, გამთენისას მოხდა. მისივე თქმით, შიდა მოკვლევა დაწყებული და 10 დღის განმავლობაში პასუხი ცნობილი იქნება.




