“საპატრულო ეკიპაჟმა საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე მოძრავი “ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომანქანა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა. სამართალდამცველებმა ავტომანქანის დათავლიერებისას, საბარგულში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნედლი “მარიხუანა” აღმოაჩინეს.
ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 2 კილო და 500 გრ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.




