ახალი ამბები

ანონსი – 22 მარტი

21 მარტი, 2018 • 1241
ანონსი – 22 მარტი

09:30 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი საკრედიტოხაზის EU4Business-EBRD Credit Line საშუალებით, 100-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ ისარგებლა დაფინანსებით.  ამ ფინანსური ინსტრუმენტის შედეგებს განიხილავენ ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ევრობანკი) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა. მის: სასტუმრორადისონ ბლუ ივერია, ვარდების მოედანი 1, თბილისი

10:00 თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: შარტავას N7

12:00 სასტუმროში “ჰოლიდეი ინ” EMC წარმოადგენს ანგარიშს თემაზე: “ნარკოტიკული დანაშაულის განხილვა სასამართლოში – 2017 წლის ტენდენციები”

13:00 თბილისში ახალგაზრდა მეწარმეთა ფესტივალი “მეწარმეთა სივრცე-2018” ოფიციალურად გაიხსნება. მის: თბილისის მოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი