შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გაავრცელა. შეხვდერას პირველი ლედი და პრეზიდენტის შვილი, 15 წლის მალიაც ესწრებოდა:
“ბარაკ ობამა მალალა იუსაფზაის შეხვდა, რათა მადლობა გადაეხადა იმ ამაღელვებელი სამუშაოსთვის, რაც მან პაკისტანში გოგონების განათლებისთვის გააკეთა. აშშ უერთდება პაკისტანელ ხალხს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს, რათა აღნიშნოს მალალას წარმატება, სიმამაცე და მოქმედებები ქალთა უფლებების დასაცავად, რომ მათ ევლოთ სკოლაში და აეხდინათ ოცნებები”.- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ობამასთან შეხვედრის შემდეგ, 16 წლის მალალას კომენტარი “Associated Press”-მა გაავრცელა. გოგონას თქმით, ბარაკ ობამასთან შეხვედრა მისთვის დიდი პატივია. მალალამ ასევე ისაუბრა ადმინისტრაციის მიერ უპილოტო თვითმფინავების გამოყენებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტს განუცხადა, რომ ეს “აქეზებს ტერორიზმს”.
“მე მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ობამას აშშ-ის მუშაობის გამო, რითაც ის მხარს უჭერს განათლებას ავღანელი, პაკისტანელი და სირიელი დევნილებისათვის. მე ასევე გამოვხატე შეშფოთება, რომ უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები აქეზებს ტერორიზმს. უდანაშაულო მსხვერპლი იღუპება ამ შეტაკებისას და ეს პაკისტანელი ხალხის აღშფოთებას იწვევს. თუ განათლებაზე მოვახდენთ მეტ ფოკუსირებას, შედეგი უფრო დიდი იქნება”-ნათქვამია გოგონას განცხადებაში.
მალალა 16 წლის პაკისტანელი გოგონაა, რომელსაც თალიბებმა ტყვია თავში ესროლეს, რადგან გოგონა თანატოლებს სკოლაში სიარულისკენ და განათლების მიღებისკენ მოუწოდებდა. იგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატიც იყო, თუმცა პრემია ვერ მიიღო.
მალალა ბრიტანეთში ცხოვრობს, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი წიგნის “მე ვარ მალალა” პრეზენტაციის გამო იმყოფება.








