“პრეზიდენტობის მეორე ვადის დასასრულის ჟამს მინდა, განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმიანობისთვის, რომელიც თქვენ საქართველოსთვის გააკეთეთ. როდესაც ჩვენ საქართველოდან წავედით, ქვეყანა იყო ბნელი, სადაც ყაჩაღები დათარეშობდნენ; იყო სიცივე, უპერსპექტივობა. როდესაც თქვენ მობრძანდით ჩვენი ქვეყნის სათავეში, საქართველო შეიცვალა, საქართველო გაძლიერდა, აღსდგა სახელმწიფო ინსტიტუტები; გვყავს ჯარი, პოლიცია; სახელმწიფოს სახე გვაქვს. რაც მთავარია, მთელი მსოფლიოს თვალში თქვენ დიდი იმიჯი შეუქმენით ჩვენ ქვეყანას. მადლიერების გრძნობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსება ადამიანისათვის და თქვენ ეს მოახდინეთ, თან უთანასწორო ბრძოლაში, გაუგონარ ომში მტერთან. ის, რაც თქვენ გააკეთეთ, არ არის ჩვეულებრივი საქმე. სასწაულებრივი საქმეა, რომ ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა აღდგა, გაძლიერდა. ზოგი ამბობს, რომ დაიკარგა ტერიტორიები. მე კი გეტყვით რომ, ჩვენ სხვაგვარად ვხედავთ – საქართველოს ტერიტორიები არ დაკარგულა. პირიქით, საქართველოს ტერიტორიების ოთხმოცი პროცენტი გათავისუფლდა მტრისაგან. ის ოცი პროცენტიც, ღვთის შეწევნით, ძალიან მალე დაგვიბრუნდება”-განაცხადა დეკანოზმა დაჯილდოვებისას.
პრეზიდენტის ოფიციალური “ფეისბუქის” გვერდით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დეკანოზი ზაქარია წლებია კვიპროსში მოღვაწეობს და მისი ინიციატივით ღალიის ქართული მონასტრის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს.




