ახალი ამბები

საატესტატო გამოცდების პირველი ეტაპი გეოგრაფიის გამოცდით დაიწყო

12 ოქტომბერი, 2013 •
საატესტატო გამოცდების პირველი ეტაპი გეოგრაფიის გამოცდით დაიწყო

გამოცდები ეროვნული ცენტრის პრესსამსაურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ 38 000 მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. ხოლო ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მინინოშვილის განცხადებით, 18 000-მა მოსწავლემ ტესტირება უკვე გაიარა. იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელმაც ბარიერი ვერ გადალახა, 5.6%-ია ქართულენოვან სკოლებში, არაქართულენოვან სკოლებში კი გეოგრაფიაში ბარიერი 7%-ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა:

 

“გამოცდისთვის 1 500-მდე სკოლა მომზადდა, რამდენიმე სკოლაა ისეთი, სადაც არ ტარდება გამოცდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო და გვერდით მდებარე სკოლებში გადავიყვანეთ მოსწავლეები. დღეს 38 000-ზე მეტმა ადამიანმა უნდა გაიაროს ტესტირება  და იმედი მაქვს, ბარიერვერგადალახული მოსწავლეების რაოდენობა არ გაიზრდება”- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

 

იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დღევანდელ გამოცდაში ბარიერი ვერ გადალახეს, გამოცდის ხელახლა ჩაბარების შანსი საატესტო გამოცდების მეორე ეტაპის დროს აქვთ. მეორე ეტაპი კი 2014 წლის მაისში ჩატარდბა, სადაც მოსწავლეები ქართულ ენას, უცხო ენას, მათემატიკასა და ისტორიას ჩააბარებენ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასალების გადაბეჭდვის წესი