“მე უმუშევარი რომ ვიყავი, როდესაც შემოვიდა საქართველოში “არქიმედეს გლობალ ჯორჯია” და დირექტორის მოადგილედ დაინიშნა ჩემი ძმისშვილი გიორგი, რომელიც ძალიან მიყვარს და ვამაყობ. რომ ამბობენ, რომ მე მოვედი პოლიტიკაში და დავნიშნე ჩემი ძმისშვილი, ეს არასწორია. მე რომ უმუშევარი ვიყავი, ის მაშინ დაინიშნა და ეხმარებოდა კიდეც ჩემს ოჯახს, თუმცა ახლა იძულებული გახდა და დატოვა ეს სამსახური. ეს კობამაც კარგად იცის, მაგრამ ხანდახან პოპულიზმს არ აქვს საზღვარი. არ დამთავრდა იმაზე საუბარი, რომ საგანელიძე ლობირებს სადაზღვევო ბიზნესს. მე რომ მინდოდეს ლობირება, ბიზნესის ლობირებასაც გავაკეთებდი.
ეს არის ალია-ბალია, ის თემა, რასაც კობა დავითაშვილი არ ამთავრებს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ის დაამთავრებს პოლიტიკას მაშინ, როცა იმ ხმებს მიიღებს, რასაც მიიღებს.
ღვინო რომ დააყენო კარგი, მთხლე თუ არ გადაიღე შიგნიდან, ღვინო გაგიფუჭდება. და ეს მთხლის მოცილება პოლიტიკასაც სჭირდება და მოცილდება, მე მგონი, მთხლე პოლიტიკას, ხალხი მოაცილებს”, – განაცხადა საგანელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში.




