“მე შემიძლია ვისაუბრო იმ შედეგებით, რაც კარდაკარის შედეგად გვაქვს, 4.5 მილიონი ადამიანიდან დღეს ჩვენ გამოკითხული გვყავს 2.5 – 3 მილიონი ადამიანი, ძალიან მაღალია რიცხვი ადამიანებისა, რომლებიც არ ამბობენ, მაგრამ ხომ არის ალგორითმი, რითიც შეგიძლია ანალიზი გააკეთო. ეს ციფრები, ის გამოცდილება, რაც მე 15 წლის მანძილზე საარჩევნო სისტემაში მიღებული მაქვს, ის განწყობა, რასაც მე ვუყურებ ყველა სოფელში, რაიონში, ის დამოკიდებულება საზოგადოების დღევანდელი ხელისუფლების თუ თვითონ ბატონი გიორგის მიმართ, მე მაძლევს იმის საშუალებას, რომ არც განვიხილო ის ვარიანტი, რომ იქნება მეორე ტური”, – განაცხადა საგანელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში”.
მისი თქმით, მარგველაშვილი 90–95%–ს ვერ მიიღებს, თუმცა მიღებული ხმების რაოდენობიდან გამომდინარე ეს ციფრი 60–70% აუცილებლად იქნება:
“70%–ზე მაღალი ციფრია 71%, 91%, ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ციფრისგან, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ არჩევნები არის გაყალბებული”, – აღნიშნა საგანელიძემ.




