ახალი ამბები

საგანელიძის თქმით, პრემიერთან კამათი საქმიან ურთიერთობას არ გასცილებია

11 ოქტომბერი, 2013 • • 1058
საგანელიძის თქმით, პრემიერთან კამათი საქმიან ურთიერთობას არ გასცილებია

უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, მას პრემიერთან უთანხმოება არ ჰქონია, ერთადერთი საკითხი არის ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, საგანელიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა პოსტი წლის ბოლომდე არ უნდა დატოვოს.

საგანელიძე ასევე აცხადებს, რომ იყო შენიშვნები და რეკომენდაციები მარგველაშვილის შტაბის მუშაობასთან დაკავშირებით:

 

‘არ შეიძლება იყო უმრავლესობის ლიდერი, არ შეიძლება იყო შტაბის ხელმღვანელი გიორგი მარგველაშვილის და არ არსებობდეს შენიშვნები. ბუნებრივია, საქმის მიმართ ყოველთვის არის შენიშვნა, წინადადება, პოლემიკა, მაგრამ, მერწმუნეთ, არც ერთი საკამათო თემა არ გვქონია, მე მაქვს ხანდახან ჩემი პოზიცია და ამ პოზიციას ვიცავ, არსებობს რეკომენდაციები შტაბთან დაკავშირებით, თუმცა ეს ჩვეულებრივი მუშა სიტუაციაა”, – განაცხადა საგანელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში”

მასალების გადაბეჭდვის წესი