“სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე არსებულ სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნენ. დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებმა ასევე მოინახულეს ის პროექტები, რომელთა განხორციელება რეგიონში უკვე დაიწყო და მოსახლეობას სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობასთან მსგავსი შეხვედრები 12 და 13 ოქტომბერს გორის, ხაშურისა და ქარელის რაიონებში, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებიში გაიმართება.




