თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომის დასრულების შემდმეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პარლამენტარმა თინათინ ბოიკუჩავამ განაცხადა, რომ კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მას მატყუარა უწოდა.
“მე მიწოდა მატყუარა. მისთვის ერთადერთი დაცვის მექანიზმი ეს არის,”- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ, უწყებათაშორის კომისიაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა.
ბოკუჩავას თქმით, თეა წულუკიანი ყველას მატყუარას უწოდებს, ვინც წინასააჩევნო პერიოდში კანონდარღვევებზე ინფორმაციას მიაწვდის.
პარლამენტარის განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის მიუკერძოებელ ორგანოდ განხილვა შეუძლებელია, ხოლო მისი თავმჯდომარე თეა წულუკიანი აღოარებს, რომ ოპონენტი ძალის განადგურება მისი მიზანია.
შელაპარაკება წულუკიანსა და ბოკუჩავას შორის ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი საჩივარის განხილვის დროს მოხდა. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, სატრანსპორტო კომპანიამ უარი უთხრა მომსახურებაზე, როდესაც
თეა წულუკიანის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” საბოტაჟის რეჟიმში მუშაობს, რადგან პარტიის ყრილობის შესახებ ინფორმაცია კომისიამ ღამის საათებში მიიღო. წულუკიანის განცხადებით, ისინი არ თანამშრომლობენ უწყებათაშორის კომისიასთან.
მისი თქმით, შსს-მ დროულად მიიღო ზომები, რომ სპორტის სასახლეში ყრილობა ინცინდენტის გარეშე ჩატარებულიყო, თუმცა მაინც მოხდა უსიამოვნო ფაქტი.
“ნაციონალური მოძრაობა” ღამის საათებში დაუკავშირდა ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს და დაიწყო მასთან წუწუნი, რომ თითქოს სატრანსპორტო კომპანია უარს ეუბნებოდა,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მათ მოიწვიეს სატრანსპორტო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც ხალხის გადაყვანაზე უარი არ უთქვამს.
წულუკიანი მოუწოდებს “ნაციონალურ მოძრაობას,” რომ პრობლემების არსებობის შემთვევაში მთავრობას უნდა მიმართონ და არა გარეშე პირს.