“რუსთავი 2″–თან გამართულ აქციაზე დაკავებულ 5 პირს 2–5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავი 2–თან გამართული აქციის 5 მონაწილე დააკავეს, რომლებსაც 2–დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ,

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული მარშის წევრებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობას დებს ბრალად. 2018 წლის 19 მარტს “რუსთავი 2”-თან გამართული აქციის დროს მ.ა. ვ.ს. ი.დ.  გ.ო. და ლ. ნ. დააკავეს.

პოლიცია აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით მოწმეთა და თვითმხილველთა დაკითხვა გრძელდება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

19 მარტს “ქართული მარშის წევრებმა “რუსთავი 2″–თან აქცია გამართეს, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ ეთერში ქრისტეს შესახებ იხუმრა. “ქართული მარშის” 6 წევრის მიმართ პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის მიხედვით გამოძიება დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com