ახალი ამბები

ყანდიაშვილი “ჯიჰადის ვიდეოზე”: სააკაშვილის და მისი გარემოცვის გაკეთებულია ეს კოშმარი

10 ოქტომბერი, 2013 •
ყანდიაშვილი “ჯიჰადის ვიდეოზე”: სააკაშვილის და მისი გარემოცვის გაკეთებულია ეს კოშმარი

ეს განცხადება კოკა ყანდიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “სუბიექტურ აზრში” გააკეთა. 

 

“ჯიჰადის ვიდეოები არის სრული სიგიჟე. ვიღვიძებ დილას და მითხრეს, რომ დარჩიაშვილი აწყობს პრესკონფერენციას, რომ ეს გავს ყანდშვილის ხელწერას და ესთეტიკასო. მე ნახვა ვერ მოვასწარი. დღეს იძიებს შშს ამ საქმეს, თუ ვისი დაკვეთით იყო.  და დღესაც მიმაჩნია, რომ პირადად სააკაშვილის და მისი გარემოცვის გაკეთებულია ეს კოშმარი, მე ასე მგონია. შსს–მ გამოაცხადა, ჩვენ ვიცით, როგორ განთავსდა ეს ვიდეო. თუ როგორ დამზადდა, მიდის გამოძიება. ეს საქმე რთული გასახსნელი იყო. ეს ვიდეო  დაუკვეთა ამ გუნდმა. გივი თარგამაძე რევოლუციას აწყობდა ყაზახეთში, მათი ნაცნობობა იქიდან დაიწყო. “

 

კოკა ყანდიაშვილი
კოკა ყანდიაშვილი

კოკა ყანდიშვილმა განაცხადა, რომ შსს–ს მიჰყავს გამოძიება: “როცა სამინისტრომ ჩათავალა, რომ გამოძიების შესახებ უნდა უამბოს საზოგადოებას, მაშინ განაცხადა. მე ვიცოდი ამის შესახებ და ძალიან გამიკვირდა ალასანიას ამბავი. ანუ როდესაც ირაკლიმ გამოაცხადა, რომ მან არ იცოდა ამის შესახებ. მე არ ვიცოდი დეტალები, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ საქმეზე მუშაობა მიდის, მაგრამ მისი განსაჯაროება არ ხდებოდა მთელი რიგი იურიდიული პროცედურების გამო.”  

 

2013 წლის 5 ივნისს იუთუბზე გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით – “თალიბების ჯიჰადი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან”. ვიდეოში ნათქვამია, რომ ყველა ჯვაროსანი, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და აუცილებლად დაისჯებიან ქართველებიც. ვიდეომასალა შეიცავს მუქარას ქართველი მებრძოლებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.

 

6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი