ახალი ამბები

ყანდიაშვილი: ტყემალაძეს ვთხოვე, რომ კვესიტაძე და პაიჭაძე პირველი არხიდან არ გაეგდო

10 ოქტომბერი, 2013 •
ყანდიაშვილი: ტყემალაძეს ვთხოვე, რომ კვესიტაძე და პაიჭაძე პირველი არხიდან არ გაეგდო

“მე დავბლოკე ინგა გრიგოლია პირველ არხზე, მე დავბლოკე ნინო ჟიჟილაშვილი მაესტროზე” – ეს განცხადება კოკა ყანდიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს”  გადაცემა “სუბიექტურ აზრში” გააეკთა. 

 

კოკა ყანდიაშვილი
კოკა ყანდიაშვილი

მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში არის ბორდი, რომელიც ყველაფერს განკარგავს. ისევე, როგორც იყო 9 წლის განმავლობაში, ბორდი არის ნაციონალების ხელში: “ამ ბორდმა მოხსნა ჯერ ერთი დირექტორი და დანიშნა ბარათაშვილი. მერე გაუშვა ბარათაშვილი, სასამართლომ დააბრუნა ბარათაშვილი. მერე ისევ გუშვა ბარათაშავილი და არ ვიცი, საიდან მოვიდა ტყემალაძე.” 

 

ყანდიშვილის თქმით, ტყემალაძე ივანიშვილს იცნობს: ” ნამდვილად იცნობს,  ის იყო რამდენიმე შეხვედრაზე. შემდეგ, ბარათაშვილი რომ სასამრთლომ გაამართლა, ბორდმა შექმნა პირველი მოადგილის თანამდებობა თვითონ და მოიყვანა თამაზ ტყემალაძე. შემდეგ წავიკითხე, რომ მე ვმართავ საზოგადოებრივ ტელევიზას ჩუმად. თამაზ ტყემალაძე მიმყავს კონსპიურაციულ ბინაში, ვათრობ და ასე ვმართავ.” 

 

ყანდიაშვილის განცხადებით, მან 10 წლის წინ დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა და იქ არასოდეს არ დაბრუნდება: 

“მე ჩავერიე საზმაუს საქმინობაში. არ მახსოვს, რომელ გადაცემაში მოვისმინე, რომ უნდა გაუქმდეს კვესიტაძის და პაიჭაძის გადაცემა, მინდოდა დამერეკა თამაზ ტყემალაძესტან. მისი შვილი არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, გამოვართვი ნომერი. დავურეკე ტყემალაძეს და ვუთხარი, პაიჭაძემ და კვესიტაძემ მე უკვე გამომაგდეს- მეთქი პირველი არხიდან და ეგება თქვენ ეს არ გააკეთოთ- მეთქი.   მე ვთხოვე, რომ არ გაეუქმებინა ეს გადაცემები, რადგან იყო მნიშვნელოვანი. ტყემალაძემ მითხრა, რომ მას ეს ასე არ მიაჩნია და საერთოდ ეს ჩემი საქმე არ არის. ” 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი