ახალი ამბები

ნობელის პრემია ლიტერატურაში ელის მანროს გადაეცა

10 ოქტომბერი, 2013 •
ნობელის პრემია ლიტერატურაში ელის მანროს გადაეცა

ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი 2013 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე გამოცხადდა. ელის მანრო მეცამეტე ქალია, რომელმაც ნობელის პრემია ლიტერატურაში მიიღო. ჯილდო ასევე მიღებული აქვთ დორის ლესინგს, ტონი მორისონს და სხვებს. პირველი ქალი, რომელმაც პრემია 1909 წელს მიიღო, იყო სელმა ლაგერლოფი.

ელის მონროს შემოქმედება შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ლიტერატურაში ნობელის პრემიის ნომინანტების წარდგენის უფლება მხოლოდ კვალიფიციურ ადამიანებს აქვთ. სრული ინფორმაცია კონკრეტული წლის ნომინანტების შესახებ 50 წლის შემდეგ ვრცელდება. წლების განმავლობაში მას საიდუმლოდ ინახავენ. 2013 წლის სრული ნომინანტების სია 2063 წელს გავრცელდება.

ლიტერატურის ნობელის კომიტეტის მოწვევევას თავად უგზავნის იმ ადამიანებს, ვინც კანდიდატები უნდა დაასახელოს. ნომინანტების წარდგენის უფლება აქვს:

1. შვედეთის ან სხვა ქვეყნების აკადემიებს. ასევე სხვა ინსტიტუტებს, რომელსაც მსგავსი პროფილი აქვთ.

2. ლიტერატურის და ენათმეცნიერების პროფესორებს

3. ნობელის პრემიის წინა ლაურიატებს, რომელითაც ჯილდო ლიტერატურაში გადაეცათ.

4. ავტორთა საზოგადოების პრეზიდენტებს, რომლებიც ლიტერატურულ პროდუქციას წარადგენენ მათ ქვეყნებში.

ხვალ. 11 ოქტომბერს ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში გადასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი