ახალი ამბები

ირმა ნადირაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს ნეპოტიზმში ადანაშაულებს

10 ოქტომბერი, 2013 •
ირმა ნადირაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს ნეპოტიზმში ადანაშაულებს

ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილი

მისი თქმით, თავმჯდომარის თანამდებობაზე შიხიაშვილის დანიშვნიდან ცოტა ხანში, ამ უკანასკნელის ქვისლი ვახტანგ ასათიანი საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი მუსხელიშვილის მრჩევლად დაინიშნა. შიხიაშვილის მეორე ქვისლი, ემზარ შუშიაშვილი კი დაინიშნა საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის განყოფილების უფროსად. ნადირაშვილის განცხადებით, ეს განყოფილება სულ ახლახან შეიქმნა. მისივე თქმით, ინტერპარტიული უმრავლესობის წევრ ნინო თევდორაძის (რომელიც ადრე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო საკრებულოში) შვილი, ოთარ თევდორაძე დაინიშნა საკრებულოს იურიდიული მომსახურების განყოფილების მთავარ სპეციალისტად. ზურაბ გაჩეჩილაძის (შონზო) ცოლისდა ქეთევან მამუკაშვილი დაინიშნა განათლებისა და კულტურის კომისიის წამყვან სპეციალისტად, ამ კომისიის თავმჯდომარე თავად ზურაბ გაჩეჩილაძეა. დეპუტატ დავით წერეთლის შვილი ლევან წერეთელი კი ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის მთავარ სპეციალისტად დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი