ახალი ამბები

წულუკიანი პოლიტიკურ გაერთიანებებს აფრთხილებს, რომ არ ჩამოხიონ კონკურენტების პლაკატები

11 ოქტომბერი, 2013 •
წულუკიანი პოლიტიკურ გაერთიანებებს აფრთხილებს, რომ არ ჩამოხიონ კონკურენტების  პლაკატები

ეს განცხადება თეა წულუკიანმა უწყებათაშორისო კომისიის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

წულუკიანის თქმით, შეინიშნება შემაშფოთებელი ტენდენცია, როცა ადგილი აქვს კონკურენტთა პლაკატების ჩამოხევას: “ასეთი ფაქტები დაფიქსირდა “თავისუფალი საქართველოს” და კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან. ყველა ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავების მხრიდან შესაბამის რეაგირებას ექნება ადგილი.”

 

რაც შეეხება კონკურენტების შეხვედრებზე მისვლას და იქ მომხდარ დაპირისპირებას: “ცაგერში ჰქონდა ადგილი შემთხვევას, როცა საკრებულოს წარმომადგენელი ახვლედიანი ნასვამ მდგომარეობაში დავით ბაქრაძის ამომრჩეველთან შეხვედრაზე მივიდა და მასთან პოლემიკაში შესვლას შეეცადა. კომისიას გამოცემული აქვს რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც კონკურენტი კანდიდატის ამომრჩეველთა შეხვედრაზე მისვლა არ არის რეკომენდებული და ყველა კანდიდატმა კომფორტულ და მშვიდოაბინ გარემოში უნდა შეძლოს კამპანიის წარმართვა.”

 

თეა წულუკიანის განმარტებით, ეს ორი რამ არის გაფრთხილების საგანი: ” არავითარი პლაკატების დახევა კონკურენტი კანდიდატების. ასევე, კონკურენტი კანდიდატების შეხვედრაზე არ არის მისვლა რეკომენდირებული, რადგან ეს აფუჭებს საარჩევნო გარემოს.” 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი