ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: შეიძლება მოგვიწიოს იმის თქმა, რომ ოლიმპიადაზე არ მივდივართ

9 ოქტომბერი, 2013 •
ზაქარეიშვილი: შეიძლება მოგვიწიოს იმის თქმა, რომ ოლიმპიადაზე არ მივდივართ

 მისი თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 14 ათასი მეჩირაღდნიდან ერთ–ერთი რუსეთ–საქართველოს 2008 წლის მონაწილე მფრინავი იქნება, არ არის იმის არგუმენტი, რომ საქართველომ ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოს:

 

“14 ათასი კაციდან ყველა რომ ისეთი ყოფილიყო, ვინც ომში მიიღო მონაწილეობა, ეს იქნებოდა გამოწვევა, მაგრამ როცა 14 ათასი კაციდან ერთადერთი ადამიანია და შენ ამაზე წაიბორძიკებ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ შენ სახელმწიფო არ ხარ მაშინ, როცა შენ, როგორც სახელმწიფომ განაცხადე, რომ მიუხედავად კონფლიქტისა, ოკუპაციისა და აღიარებისა, ჩვენ ახალი მთავრობა ვეძებთ რუსეთთან ახალ ურთიერთობებს, ამ ყველაფერს ვალაგებთ , ჩვენთვის მორალურად მძიმეა, მაგრამ მაინც ვაპირებთ წავიდეთ ოლიმპიადაზე”, – განაცხადა ზაქარეიშევილმა

მასალების გადაბეჭდვის წესი