ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: მთავრობა ამ გამოწვევებს უმკლავდება, ხალხი არ გვეხოცება, რაც სააკაშვილს მოუვიდა

9 ოქტომბერი, 2013 •
ზაქარეიშვილი: მთავრობა ამ გამოწვევებს უმკლავდება, ხალხი არ გვეხოცება, რაც სააკაშვილს მოუვიდა

 

“რომ არა ნაციონალური მოძრაობის ასეთი ტემპერატურის აწევის მცდელობები ყველგან და ყველაფერში, ეს სიტუაციები უფრო მშვიდად ჩაივლიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტემპერატურას სწევენ და უნდათ, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ და მოახდინონ ხელისუფლების დისკრედიტაცია, ჩვენ ამ გამოწვევებს ვუმკლავდებით და პროცესები მიდის ნორმალურად… ხალხი არ გვეხოცება, რაც სააკაშვილს მოუვიდა, და ხალხი დევნილობაში არ გვყავს. ღმერთმა დაიფაროს, წარმოიდგინეთ, სააკაშვილის ხელში რომ ყოფილიყო დღეს ძალაუფლება, რა მოხდებოდა დიცსა და დვანში?! იქ ხომ არაფერი აღარ იქნებოდა. ჩვენ არ ავყევით რუსეთს პროვოკაციაში, ავანტიურაში და ჩვენი სიმშვიდით და პრაგმატიზმით მოვახერხეთ ზარალის მინიმუმადე დაყვანა, ხალხი ცოცხალი გვყავს, მალე გაზს შევუყვანთ, წყალიც იქ იქნება”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

მისივე თქმით, შეიცვალა საქართველოს პოლიტიკა: “ჩვენ რუსულ აგრესიას წინდაუხადავი და ავანტიურისტული ნაბიჯებით არ ვპასუხობთ”.  

 

მინისტრი ფიქრობს, რომ საოკუპაციო ზოლზე რუსი მესაზღვრეების გააქტიურება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს და ვილნიუსის სამიტს უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი