ახალი ამბები

ბოკერია: მიხეილ სააკაშვილს ვლადიმირ პუტინისთვის ლილიპუტინი არასდროს უწოდებია

9 ოქტომბერი, 2013 • • 1119
ბოკერია: მიხეილ სააკაშვილს ვლადიმირ პუტინისთვის ლილიპუტინი არასდროს უწოდებია

 

“კარგია, რომ დეტალებში ვიყოთ კორექტულები. არც ერთ განცხადებაში პრეზიდენტ სააკაშვილს პრეზიდენტ პუტინისთვის არ უწოდებია ლილიპუტინი. არსად”, – განაცხადა ბოკერიამ და ამის შესახებ გავრცელებულ ცნობას მითი და პიარი უწოდა.

 

მისი თქმით, მართლაც ჰქონდა ადგილი ფაქტს, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა რუსეთის კონტექსტში სიტყვა ფეკალიები  გამოიყენა წარსულში, თუმცა, მისი აზრით, ეს შეცდომა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი