ახალი ამბები

ბოკერია: უშიშროების საბჭოს საკითხზე ივანიშვილის და უსუფაშვილის პოზიცია გაუგებარია

9 ოქტომბერი, 2013 •
ბოკერია: უშიშროების საბჭოს საკითხზე ივანიშვილის და უსუფაშვილის პოზიცია გაუგებარია

როგორც ბოკერიამ მე–3 არხის გადაცემა “დიდ პოლიტიკაში” განაცხადა, ის ვერ ხვდება, რა იგულისხმება პიარაქციასა და მასკარადში, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

“ეს გადაწყვეტილება და პოზიცია არის სამწუხარო და აბსოლუტურად გაუგებარი, რადგან მიუხედავად ჩვენ შორის არსებული დიდი განსხვავებებისა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ თემებზე იყოს საქმიანი დისკუსია. უშიშროების საბჭო არის ზუსტად ის ფორმატი, სადაც. პირველ რიგში, მთავრობაა წარმოდგენილი და სადაც უნდა იყოს შესაძლებლობა ამ დისკუსიის”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

ივანიშვილმა და უსუფაშვილმა განაცხადეს, რომ ისინი უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი